ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტით 26 000 ლარია გათვალისწინებული მაწანწალა ძაღლების დაჭერის, სტერილიზაციის, კასტრირების, ვაქცინაციის, იდენტიფიკაციისა და დაბრუნების, ან საჭიროების შემთხვევაში, ევთანაზიისთვის. ანუ პრობლემის გადაჭრის თანხაც და მეთოდიც იგივე რჩება, რამაც ხელშესახები შედეგი არ გამოიღო.
მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოსაგვარებლად სანერგე მეურნეობის აშენების საკითხი ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე არაერთხელ განიხილებოდა. სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში მაწანწალა ძაღლების თავშესაფრის აშენებას დაპირდნენ. მაგრამ წელს, ისევე როგორც ბოლო წლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მომავალი წლისთვის 26 000 ლარია გათვალისწინებული. თუმცა, ეს თანხა არ არის საკმარისი ამ საკითხის მოსაგვარებლად და ზოგადად, ამ პრობლემის მოგვარების მეთოდები არ არის ეფექტური. მაგალითად, წელს სტერილიზაციის პროცესი სექტემბერში დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში ძაღლებმა რამდენჯერმე მოახერხეს ლეკვების გაჩენა.
„ეს არის გლობალური, დიდი პრობლემა, არის სპეციალისტების პრობლემა. ეს დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ვერ თანხმდებიან. ეს პრობლემა არა მხოლოდ ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებობს, და ჩვენი მუნიციპალიტეტი ამ საკითხს თავისით ვერ გადაჭრის“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და მერიის ქონების სამსაზურის უფროსი მნაცაკან ფამბუხჩიანი.
„ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ძაღლების გამრავლება შემცირდეს. 26 000-ს მნიშვნელობა არ ექნება, რაოდენობა არ იკლებს. უბრალოდ სტატიას ვწერთ ბიუჯეტში, თითქმის იგივე ეფექტი იქნება, თუ გამოვყოფთ ან არ გამოვყოფთ თანხას. თითოეული ძაღლი 180 ლარი ჯდება? თუკი პარკთან მაწანწალა ძაღლებს ავიღებთ, რამდენი გამოვა, და დანარჩენები?!”,- კომენტარი გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა.
მაწანწალა ძაღლების საკითხი მთლიანად საქართველოში ერთ-ერთი სერიოზული და გადაუჭრელი პრობლემაა. მაწანწალა ძაღლების დაჭერის, სტერილიზაციის, ვაქცინაციის, იდენტიფიცირების და დაბრუნების ან საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიის ერთადერთი გზა წელს სექტემბრამდე გადაიდო. მიმდინარე წლის დეკემბრისთვის 142 ძაღლი უნდა ყოფილიყო დაჭერილი.
აღვნიშნავთ, რომ მაწანწალა ძაღლების დაჭერის დაგვიანება კიდევ უფრო გამრავლებას და ძაღლების რაოდენობის ზრდას უწყობს ხელს. მაწანწალა ძაღლების პრობლემა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ყოველთვის აქტუალურია. ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ მოწოდებული ბოლო მონაცემებით, 1 იანვრიდან 5 დეკემბერის ჩათვლით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე კბენით 118 თავდასხმა დაფიქსირდა. მათგან მხოლოდ ერთი კატისა და ვირთხის ნაკბენი, სხვა შემთხვევებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ძაღლები დაესხნენ თავს.