მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქის მთავარ ბიბლიოთეკაში მოიძებნება სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები და წიგნები სხვადასხვა ენაზე, ბევრი მაინც უპირატესობას ელექტრონულ და აუდიო წიგნებს ანიჭებს, რომელთა გამოყენება ბიბლიოთეკაში მისვლის გარეშეა შესაძლებელი.
სოფელ ვაჩიანიდან არუსიაკ გაბრიელიანი სომხეთის ხაჩატურ აბოვიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა.
„როგორც ფილოლოგი, ყოველთვის ვმუშაობდი წიგნებთან, ამ უძირო სამყაროსთან. ხელში აღება, წაკითხვა, წიგნის ძველი სუნის შეგრძნება – ეს ყველაფერი ადამიანს ბედნიერ წუთებს ანიჭებს. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში ჩვენ ვხედავთ ადამიანთა ნაკადს, რომლებსაც განსაკუთრებული სიყვარული არ აქვთ წიგნების მიმართ. Რატომ არის ასე? საკუთარ თავს ეს კითხვა ბევრჯერ დავუსვი. ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოლოგიების ეპოქაში: ხალხს ურჩევნია აუდიო და ელექტრონული წიგნების კითხვა”,- ამბობს არუსიაკი.
ის სარგებლობდა, როგორც ახალქალაქის საქალაქო ბიბლიოთეკით, ასევე სოფლისა და სკოლის ბიბლიოთეკებით. ამბობს, რომ სოფლისა და სასკოლო ბიბლიოთეკები უფრო ხშირად გამოიყენება ახალქალაქის ბიბლიოთეკისგან განსხვავებით, მიუხედავად იმისა, რომ არის წიგნები, რომლებიც მხოლოდ იქ გვხვდება.
ახალქალაქის მთავარი ბიბლიოთეკა ბოლო დროს თბილისის მიერ შემოწირული ახალი წიგნებით შეივსო. ბიბლიოთეკის დირექტორის, თეკლე ვახტანგიშვილის თქმით, რამდენიმე ხნის წინ მათ წიგნები სომხეთიდანაც მიიღეს, მაგრამ ამას პერიოდული სახე აქვს: სომხური წიგნები ახლდება, როდესაც, მაგალითად, იმართება ღონისძიება, სადაც მწერალი იმყოფება. ამ შემთხვევაში ავტორი ბიბლიოთეკას საკუთარ წიგნებს ჩუქნის.
თუ ადრე წიგნის უქონლობის გამო, სხვადასხვა ბიბლიოთეკებთან თანამშრომლობდნენ და წიგნებს ფოსტით გზავნიდნენ, ახლა ეს სერვისი ფასიანი გახდა და ბიბლიოთეკას ასეთი შესაძლებლობა არ აქვს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, უამრავი ადამიანია, ვინც ყოველთვის სარგებლობს ბიბლიოთეკის წიგნის ფონდით.
JNEWS-ის კითხვაზე, როგორ იმოქმედა ეპიდემიამ ბიბლიოთეკაში მოსულ ადამიანებზე, ბიბლიოთეკის დირექტორმა გვიპასუხა:
„ეპიდემიამ იმოქმედა, როგორც ბიბლიოთეკაზე, ასევე, ხალხის ნაკადზე, მაგრამ უკეთესობისკენ, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ადამიანები იძულებით იზოლაციაში გადავიდნენ, ბევრმა დაიწყო თავისუფალი დროის გატარება წიგნების კითხვაში.
საჭიროების შემთხვევაში, არუსიაკი ონლაინ-
„ხდებოდა ისეც, რომ ვერცერთ ბიბლიოთეკაში ვერ ვპოულობდი იმ წიგნს, რომელიც მჭირდებოდა, ელექტრონული წიგნებით მიწევდა სარგებლობა. ვფიქრობ, ალბათ, ეს არის სტიმული ბევრისთვის, რომ უპირატესობა მიანიჭონ კითხვის თანამედროვე ვარიანტებს. ამიტომ ბიბლიოთეკები რეგულარულად უნდა შეივსოს ახალი წიგნებით. წიგნის კითხვას მივყავართ სიმშვიდისკენ, ჰარმონიისა და, რაც მთავარია, ენის მოქნილობისკენ“.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, არმინე ბოზოიანი უპირატესობას ანიჭებს ელექტრონულ წიგნებს, სკოლის წლებში ის სკოლის ბიბლიოთეკით სარგებლობდა. თუ ბიბლიოთეკაში ვერ პოულობს წიგნს, რომელსაც ეძებს, ეძებს მას ონლაინ-პლატფორმაზე.
„ ვთვლი, რომ იყო დრო, როდესაც ახალგაზრდობამ წიგნი გააუფასურა. ახლა ძალიან აქტუალური გახდა თანამედროვე მწერლების შემოქმედება, ვგრძნობ, რომ ბევრს სურს ამ წიგნების მიღება. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ეს გავლენას არ ახდენს ბიბლიოთეკებში სიარულზე, რადგან ბიბლიოთეკაში არის ისეთი ლიტერატურა, რომელიც ახალი თაობის უმეტესობას არ აინტერესებს. ვფიქრობ, აუდიო წიგნები ძალიან კარგი ვარიანტია: ბიბლიოთეკაში წიგნების საძიებლად წასვლის ნაცვლად, ნებისმიერი წიგნი ხელმისაწვდომი ხელის რამდენიმე მოძრაობით ხდება“, – ამბობს არმინე.
მიუხედავად ონლაინ-ბიბლიოთეკების არსებობისა, ახალქალაქში ისევ არიან ადამიანები, რომლებიც ახალქალაქის მთავარი ბიბლიოთეკით სარგებლობენ.
ლიდა ალმასიანი