ახალქალაქის მთავარ ქუჩებზე – თავისუფლებისა და აღმაშენებლის ქუჩებზე ახალი განათება დამონტაჟდა. ახალი განათებები ასევე ახალქალაქის ციხიდან საავადმყოფომდე დამონტაჟდა.

როგორც Jnews-თან საუბარში ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორმა მხითარ რსტაკიანმა თქვა, სულ 130 ფარანი დამონტაჟდა, შეძენილია 145, რეზერვში დარჩა 15 ფარანი.

„საცდელად დავამონტაჟეთ, ვნახეთ, რომ ნათელი იყო და დანარჩენიც შევიძინეთ. განათება მერიამ შეიძინა“, – თქვა მან.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა ქალაქის სხვა უბნებში განათების გაუმჯობესება, რსტაკიანმა თქვა, შესაძლოა მომავალ წელს.

ახალი განათების სიმძლავრე 150 ვატია წინა 50-60 ვტ ნაცვლად.