ახალქალაქის მუნიციპალიტეტი წელიწადში 6241 ლარს შემოსავალს იღებს ქალაქში 7 პავილიონსა და ორ სარეკლამო ბილბორდზე დაქირავებული ტერიტორიებიდან, ასევე მთაში ერთი ტურისტული პუნქტიდან.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი სოფლის დასახლებებში საძოვრების გარდა იჯარით გასცემს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, ასევე ამ ნაკვეთებზე აშენებულ შენობებს.

აღნიშნული მონაკვეთები შემდეგ ადგილებში მდებარეობს:

პავილიონი მიკოიანის ქუჩაზე – 40 კვ/მ, იჯარის წლიური გადასახადი 510 ლარი

პავილიონი მიკოიანის ქუჩაზე 20 კვ/მ, იჯარის წლიური გადასახდი შეადგენს 300 ლარს

პავილიონი ვაზგენ სარგსიანის ქუჩაზე 18 კვ/მ – 1787,4 ლარი

ფეხსაცმლის კიოსკი ნალბანდიანის ქუჩაზე 6.5 კვ/მ – გადასახადი 180 ლარი

პავილიონი ჯავახიშვილის ქუჩაზე 25 კვ/მ – გადასახადი 262,5 ლარი

პავილიონი ჯავახიშვილის ქუჩაზე 75 კვ/მ გადასახადი 787,5 ლარი

პავილიონი ცენტრალურ პარკში ჩარენცის ქუჩაზე 77 კვ/მ – გადასახადი 666 ლარი.

ბილბორდი თავისუფლების ქუჩაზე – 1000 ლარი

ბილბორდი თავისუფლების ქუჩაზე – ღირებულება 600 ლარი

ტურისტული პუნქტი აბულ-სამსარის ქედზე მდებარეობს, 124 კვ/მ, გადასახადი 147,6 ლარი.

ტანსაცმლის ბაზრობის გამოყენება ვაჭრობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტი გადასახადს არ ღებულობს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021-2022 წლების ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშში ეს უზუსტობის სახით არის მითითებული. ტანსაცმლის ბაზრობის ტერიტორია 1691 კვ/მ.

აღვნიშნავთ, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ტერიტორია იჯარით არის გაცემული ელექტრონული აუქციონის დახმარებით.