22.01.2022
ნახვები: 423 |
ავტორი:
Shushan Shirinyan
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადაეშის, ხანდო-ვარევანის, ლომატურცხ-ბურნაშეთ-ღადოლარის, ოკამი-ქარცეფის გზის მოასფალტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 404 244 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებზე ტენდერები უკვე გამოცხადდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურმა სოფლის გზების მოასფალტებაზე 3 ტენდერი გამოაცხადა:
- ახალქალაქი-კარწახის ცენტრალური გზიდან სოფელ დადეშამდე – 1 207 710 ლარია გამოყოფილი
- სოფელ ოკამიდან ქარცეფამდე გამოყოფილი თანხა შეადგენს 738 631 ლარს
- ასევე ერთი ტენდერი გამოცხადდა სოფლების – ხანდო-ვარევანისა და ლომათურცხ-ბურნაშეთის გზების მოასფალტებაზე. ეს სამუშაო გრძელვადიან პერსპექტივადაა მიჩნეული, რადგან მისი დასრულება ორ წელიწადში იგეგმება, თუმცა მერიაში არ გამორიცხავენ, რომ ერთ წელიწადშიც მოესწროს დასრულება. ყველაფერი ფინანსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ხანდოდან ვარევანამდე, სოფლის საჯარო სკოლამდე გზის მოასფალტება მიმდინარეობს. 2022 წელს 567 117 ლარის მოცულობის სამუშაოების შესრულება იგეგმება, 2023 წელს კი – 569 957 ლარის სამუშაოები განხორციელდება ლომატურცხი-ბურნაშეთის მიმართულებით, სოფლის სკოლამდე. 2022 წელს იგეგმება სამუშაოების ჩატარება 743 795 ლარის ოდენობით. 2023 წელს – 577 034 ლარია გათვალისწინებული.
სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ პროექტებში სამუშაოს ღირებულების 95%-ს სახელმწიფო იხდის, მინიმუმ 5%-ს ადგილობრივი ბიუჯეტი.