ეს არის ისეთი დროებითი მოვლენაა, როგორც სალომე ზურაბიშვილი ,- ასე ეხმაურება პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილებას.

როგორც მან განმარტა, ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას.

„თქვენ ხედავთ, რომ ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას. ამას აკეთებენ ისინი უკრაინასთან მიმართებით და ახლა უკვე საქართველოსთან მიმართებაში. ამას ვერ ექნება პრინციპული მნიშვნელობა, დაველოდებით ახალ ადმინისტრაციას და ახალ ადმინისტრაციასთან ყველაფერზე ვისაუბრებთ. ეს არის ისეთი დროებითი მოვლენაა, როგორც სალომე ზურაბიშვილი“,- აღნიშნა პრემიერმა.

მალე იწყება სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების მეშვიდე წელი და წარმოიდგინეთ, კვლავაც ვერ ელევა საკუთარ სკამს. რა თქმა უნდა, თავის სკამიანად მოუწევს გარეთ გამოსვლა ქალბატონ სალომეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომ რჩება პრეზიდენტის პოსტზე, „რათა უზრუნველვყო სტაბილურობა გარდამავალ პერიოდში ახალ არჩევნებამდე“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბერს მოუწევს რეზიდენცია დაუთმოს ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს.
„ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ვერ ეგუება ამას. მე მესმის მისი ემოციური მდგომარეობა, თუმცა, რა თქმა უნდა, 29 დეკემბერს მას მოუწევს გამოვიდეს საკუთარი რეზიდენციიდან და ეს შენობა დაუთმოს ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს. მე შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა წააგო 26 ოქტომბრის არჩევნები. ის იბრძოდა იმისათვის, რომ რადიკალურ ოპოზიციას მოეგო 26 ოქტომბრის არჩევნები და ფიქრობდა, რომ ამით მას ექნებოდა გარანტია თანამდებობაზე დასარჩენად, თუმცა მან წააგო ძალიან მძიმედ 26 ოქტომბრის არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.