ახალქალაქში თოვლი მოვიდა, ორმოები გუბეებმა აავსო, რაც კიდევ უფრო საშიში გახდა. ბევრი ღრმა ორმოებიანი ქალაქის ცენტრი გაუვალი გახდა, მანქანების რაოდენობამ მოიმატა, ნახევრად დასრულებულმა ორმოების შეკეთებამ კი პრობლემა ბოლომდე ვერ გადაჭრა.

ახალქალაქში დიდთოვლობა მოვიდა, ქუჩებში მანქანების რაოდენობა გაიზარდა, სამუშაოდ საზღვარგარეთ მყოფი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები თანდათან ბრუნდებიან და ქალაქში თავიანთი მანქანებით მოძრაობენ. ახალქალაქის ცენტრში ქუჩები ვიწროა და ხშირად არ იტევს იმდენ მანქანას, რამდენიც ქალაქში ზამთარში და განსაკუთრებით დღესასწაულებზე მოძრაობს.

ყველა ამ ფაქტორმა აჩვენა, თუ რამდენად გართულდა მოძრაობა ქალაქში. ზოგიერთ ცენტრალურ ქუჩაზე ორივე მხრიდან დგანან მანქანები, ხოლო შუაში უზარმაზარი ორმოებია. მართვის დროს მძღოლებმა უნდა იფიქრონ იმაზე, თუ როგორ აიცილონ თავიდან ავარია და უზარმაზარ, ღრმა ორმოში არ ჩავარდნენ.

Jnews photo - 1

ღრმა ორმოები ჭავჭავაძე-თავისუფლების კვეთაზე, ჭავჭავაძე-ნალბანდიანის კვეთაზე და ა.შ. არსებობს. ორმოების შეკეთება ჩვეულებრივ ხდება ისე, რომ ახალად დაგებული ასფალტის ბზარებზე ჩნდება ახალი ორმოები, რაც დროთა განმავლობაში ღრმავდება. ახალქალაქისა და სოფლების გზების კეთილმოწყობაზე, მათ შორის ორმოების შეკეთებაზე ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადდა. საბოლოოდ, აპრილ-მაისში კომპანია “ჯავახავტოგზამ” 350 ათასი ლარით მოიგო. თავიაუფლების ცენტრალურ ქუჩაზე ორმოების შეკეთება განხორციელდა, მიმდებარე ქუჩებზე კი ორმოები დარჩა, რაც ზამთრის დადგომასთან და უხვ ნალექთან ერთად კიდევ უფრო ღრმავდება. ზოგიერთი მცხოვრები ორმოებში თვითონ ყრის ქვიშას ან სხვა რამეს, რომ მანქანა არ გაუფუჭდეს, ზოგმა კი ორმოების შეკეთების მოლოდინში ორმოები დააბეტონა.