პროექტის „სკოლამდელი განათლების ახალი სტანდარტების, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ბაღის 55 აღმზრდელს აღმზრდელ-პედაგოგის კვალიფიკაცია მიენიჭა. ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ განხორციელებული ამ პროექტის მიზანი იყო სკოლამდელ დაწესებულებებში მომუშავე მასწავლებლების ახალი საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად გადამზადება და მათთვის სტატუსის მინიჭება.

ახალქალაქის საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორის, ანაჰიტ ასატურიანის თქმით, ტრენინგები გაგრძელდება, რადგან 24 მასწავლებელს სასწავლო კურსი ჯერ არ დაუსრულებია. აღნიშნული პროექტით სულ 55 აღმზრდელი დაფინანსდა.

„ამ პროგრამის ფარგლებში ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 55 აღმზრდელმა, დანარჩენებიც გაივლიან ტრენინგებს, თუმცა დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნება. მეორე ეტაპი დასრულდება დეკემბრისთვის, როცა მივიღებთ დაფინანსებას“.

ანაჰიტ ასათურიანი აღნიშნავს, რომ გადამზადებულმა აღმზრდელებმა აღმზრდელ-მასწავლებლის კვალიფიკაცია უკვე მიიღეს.

პროექტი „სასკოლო განათლების ახალი სტანდარტების დანერგვა, თანამედროვე ტექნოლოგიები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში“ დაფინანსდა EU-ENPARD-3-ის მიერ პროექტის – „საქართველოს სოფლის თემების განვითარების გაუმჯობესება“ (IRDG) ფარგლებში. პროექტი 5 თვეში განხორციელდა, მასში რაიონის 13-ვე საბავშვო ბაღი შედიოდა. პროექტის ბიუჯეტი 15 ათასი აშშ დოლარი იყო.

ორ ეტაპად გადამზადება 55 პედაგოგმა გაიარა .