ახალქალაქში, აღმაშენებელი-თავისუფლების კვეთაზე არსებულ ჯივანის რესტავრირებულ პარკში, პროექტის მიხედვით ხის შენობა აშენდა, მშენებლები შიდა მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ასრულებენ. მოსახლეობას აინტერესებს, რისთვის იქნება გამოყენებული ეს შენობა.
ჯივანის პარკი, რომელიც ჯერ კიდევ სარემონტო მდგომარეობაშია, ადგილობრივ მოსახლეობაში უკვე საყვარელ ადგილად იქცა. ყველა მცხოვრებს აინტერესებს, რა დანიშნულება აქვს ხის შენობას, რომელიც ყოფილი “მნდოს” კაფეს (როგორც ადგილობრივები უწოდებდნენ) ადგილზე აშენდა. ამ შენობაში წყალი და ელექტროენერგია უკვე გაყვანილია. ახალქალაქის მერის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როგორ შევა ექსპლუატაციაში, თუმცა თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მოსახლეობისთვის მოემსახურება.
„ამ ობიექტთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ან ჩავატარებთ აუქციონს, ან კანონის მიხედვით გამოვიძახებთ დამოუკიდებელ აუდიტს, რომელიც დაადგენს თავის ფასს. მოგვიანებით გადავცემთ საკრებულოს, საკრებულოს თანხმობით, აუქციონზე გავიტანთ. ეს იქნება კაფე. ზუსტად ამისთვის იყო გამოყენებული. ეს იქნება საოჯახო კაფე, ალკოჰოლის გარეშე”, – თქვა ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა.