ქალაქის დღის აღსანიშნავად მზადება ახალქალაქის ცენტრალურ (“ხას ბახჩას”) პარკში დაიწყო. ახალქალაქი 958 წლის იუბილეს ზეიმობს.
ქალაქის ცენტრალურ პარკში დილიდან დაიწყო მზადება, ბაღი ფოთლებისა და ნაგვისგან გაიწმინდა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გერბის ფერებში დროშები და ბურთები გამოიფინა. დადგეს სტენდები სპორტსმენების, ანსამბლების ფოტოებით, რომლებიც მუნიციპალიტეტში მოქმედებენ. მუნიციპალურმა დაწესებულებებმა სტენდებისთვის საკუთარი მიღწევების ამსახველი ფოტოები მიაწოდეს.
მერიის მიმდებარე ტერიტორია და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო პოლიციის ლენტებით არის შემოსაზღვრული. ამ დაწესებულებების ირგვლივ გაშლილია სუფრა კერძებით. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლები უმასპინძლებენ ტრადიციული კერძებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინ ტროტუარზე სოფლების სახელწოდებით სუფრებია გაშლილი. თითოეული მუნიციპალური დაწესებულება ნამუშევრების საკუთარ გამოფენას აკეთებს, რომლის ნახვაც მომავლის სახლის წინ შეგიძლიათ.
პარკში არის გასართობი ბავშვებისთვის. ქალაქის დღის ოფიციალური გახსნა 13:00 საათზე გაიმართება. გადაცემის დანარჩენი ნაწილი, რომელიც 21:00 საათზე ფოიერვერკით დასრულდება, შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.