მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რომელიც გასულ ზაფხულს ხას ბახჩას პარკში ჩატარდა, იმის გასარკვევად, თუ ახალი რა სურთ ქალაქში, ბევრმა მცხოვრებმა, ვინც პარკში გაიარა, თქვა, რომ საღამოობით დროის გასატარებლად პარკში ან მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე არ არის. მიმდინარე წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა კაფეს ასაშენებლად 250 000 ლარი გამოიყო.
მალე საზაფხულო არდადეგები დაიწყება და ახალქალაქელები, როგორც ყოველთვის ზაფხულის თვეებში, საღამოობით პარკებში სასეირნოდ გავლენ. ახალქალაქში პარკების რაოდენობამ მოიმატა, მაგრამ არ არის კაფეები, სადაც საღამოობით დაჯდები, რამეს დალევ, რაღაცას შეჭამ ან უბრალოდ დროს გაატარებ.
თუმცა რამდენიმე ადგილას კაფეს გახსნის შესაძლებლობა უკვე არის, მაგალითად, ჯივანის პარკში მაგიდები და თავად კაფე ხისგანაა გაკეთებული, იქ წყალი და გაზი გაყვანილია. თუმცა, როდის გაიხსნება კაფე და რას გადაწყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება, ვინ და როგორ იმუშავებს კაფეში, ჯერჯერობით უცნობია.
საკრებულოში ჯივანის სახელობის პარკში აშენებული (დამონტაჟებული) მსგავსი კაფის გახსნის საკითხსაც განიხილავენ. ასევე განიხილება, რომ უხსოვარი დროიდან იქ არსებული ვაგონები მოიხსნება, ამასთანავე, ბოლო რეაბილიტაციის დროს ძველი კაფეც, რეტრო მაგიდებით და სკამებით ამოიღეს.
„ჩვენ უნდა გავაფორმოთ ხელშეკრულება და ის, ვისთანაც ხელშეკრულება დაიდება, მოაგვარებს შიდა აღჭურვილობის საკითხს და მუშაობას დაიწყებს. სავარაუდოდ, უახლოეს რამდენიმე კვირაში მოგვარდება. ვის გადაეცემა ხელშეკრულებით ჯერ არ არის გადაწყვეტილი. რაც შეეხება ცენტრალური პარკის კაფეს, უნდა ავაშენოთ. ჯერ არ არის პროექტი. რაც შეეხება ფართს, რაც იქ არის, რადგან პროექტი ჯერ არ გვაქვს, ისინი ჯერ იქ იქნება”, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსი მნაცაკან ფამბუხჩიანი.