შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ახალქალაქში მომსახურების საათების გაზრდის საკითხს განიხილავს და პარასკევთან ერთად კიდევ ერთი სამუშაო დღის დამატებას აპირებენ.
საკითხზე მომსახურების სააგენტო მუშაობს და საბოლოო პასუხი 2023 წლის იანვრის პირველ კვირაში გახდება ცნობილი.
JNEWS-ის კითხვებს მომსახურების სააგენტომ უპასუხა: „ორი დღის დამატება გვსურს, წინასწარ ამ დღეებს ვერ დავასახელებთ, რადგან დისკუსია ჯერ კიდევ გრძელდება“.
ამ საკითხს როგორც ახალქალაქში, ისე ნინოწმინდაში უკვე წლებია განიხილავენ, რადგან მხოლოდ ერთი დღე – პარასკევი საკმარისი არ არის იმისათვის, რომ საბუთებთან და მართვის მოწმობის გამოცდასთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვარონ. JNEWS-ი არაერთხელ მიუბრუნდა ამ თემას. მომსახურების სააგენტოში კი იმეორებენ, რომ საკითხის განიხილავენ.