საქართველო-თურქეთის საზღვრის კარწახის საზღვარზე მძიმე სატვირთო მანქანები დაგროვდა. რიგი არ იკლებს, რადგან გამშვები სასაზღვრო პუმქტი იშვიათად უშვებს მანქანებს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მიზეზი თურქეთის მხარეს საგუშაგოს კონტროლის სისტემაში ჩავარდნა წარმოადგენს. მსგავსი სიტუაცია, მძღოლების თქმით, დღესდღეობით 18 ნოემბრიდან თურქეთში ხშირად წამსვლელების გამოა.
“კარწახის” გამშვები პუნქტი მუშაობს შეფერხებით, რამდენიმე მანქანას უშვებს, შემდეგ კი ზედიზედ რამდენიმე საათის განმავლობაში არ დაუშვას მანქანებს.
„17 ნოემბერს საღამოს ვბრუნდებოდი თურქეთიდან, 3 საათი ვიდექი საბაჟოზე, სისტემა ხარვეზებით მუშაობდა. ხოლო 18 ნოემბერს ისევ გვინდოდა წასვლა, დაკეტილი იყო. შეიძლება დღეში 15 წუთი იმუშაონ, 7 საათი არ იმუშაონ, ან ორი საათი იმუშაონ და 6 საათი არა. თურქეთის მხარეს სისტემა გაუმართავია. ამბობენ, რომ სისტემას ცვლიან“, – ამბობს მძღოლი-ტუროპერატორი ახალქალაქიდან.
ჩვენი ინფორმაციით, შეფერხებით მუშაობს “სარფისა” და “ვალეს” საგუშაგოებიც, და ეს სიტუაცია თურქეთის საზღვარზე კვირაზე მეტია შეიმჩნევა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 28 ნოემბრისთვის თურქეთთან ქართული საგუშაგოების მუშაობა ნორმალიზდება.
საქართველოს თურქეთთან საზღვარზე არსებულ საგუშაგოზე პრობლემების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია Jnews-ი გარკვევს.