საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც 2019-2021 წლებში რეალიზებული და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, სამველ მანუკიანი, ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, რომლებმაც რეგიონის ყველაზე აქტუალური საკითხები – ასფალტირება და გაზიფიკაცია წარმოადგინეს.
დეპუტატმა სამველ მანუკიანმა ისაუბრა რეგიონში ტურიზმის დიდ პოტენციალზე და განვითარებაზე. ”ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დიდი ტურისტული პოტენციალია, რომელსაც ვერანაირად ვერ ვავითარებთ, კერძო სექტორი თავისით ვერ განვითარდება, ამას სახელმწიფო დახმარება სჭირდება. როგორც მოგეხსენებათ, ძველი ციხე გვაქვს, უკვე რამდენიმე წელია ვსაუბრობთ ციხის კონსერვაციაზე, რომ ტურისტული ცენტრი გახდეს, რომ ტურისტების მიღება შევძლოთ. ეპიდემიამ ჩაიარა, მაგრამ თუ ახლა ჩვენ არ მივიღებთ ზომებს, ჯავახეთი ტურიზმის სექტორის გარეთ დარჩება”.
იმავროულად შეეხო იმ ფაქტს, რომ ტურისტები უფრო ისტორიულ ვარძიას იქით არ მიდიან, რომელიც ახალქალაქიდან, არც ისე შორს მდებარეობსს, ამიტომ ჯავახეთში ტურიზმის განვითარებაზე მუშაობაა საჭირო.
სიტყვით გამოსვლისას, მერმა იურიკ უნანიანმა ხაზი გაუსვა რეგიონში გზების გარემონტების აუცილებლობას.
”მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო მუნიციპალიტეტის მთავარ პრობლემებზე. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც რჩება – არის გზის რემონტის პრობლემა. ამ დროისთვის რაიონული მასშტაბით
მან ასევე, დასძინა, რომ ამჟამად რეგიონში წყლის პრობლემა პრაქტიკულად მოგვარებულია, არის მცირე პრობლემები, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელია.
შემდეგ მერმა წარმოადგინა ბოლო ორი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაო.
• 2019-2020 წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 25 კილომეტრიანი გზა დაიგო, რომლის ღირებულებამ დაახლოებით 13 მილიონი ლარი შეადგინა.
• ახალი სასმელი წყლის მილსადენი აშენდა სოფელ ხორენიასა და ვარევანში, რომლის ჯამური ღირებულებაა 1 მილიონ ექვსასი ათასი ლარი.
• აღნიშნულ პერიოდში 41 საჯარო სკოლა გარემონტდა, ჯამში 3 მილიონ 400 ლარად, ასევე სახელმწიფომ ააშენა ორი ახალი სკოლა სოფელ ჩუნჩხასა და პტენაში.
უნანიანმა ასევე ისაუბრა მიმდინარე პროექტებზე. მან აღნიშნა, რომ 8 კმ–ზე მეტი გზის სარემონტო სამუშაოები გრძელდება, რომლის საერთო ღირებულება 5 მილიონ 100 ათასი ლარია. დაგეგმილია სასმელი წყლის მილსადენის მშენებლობა სოფლებში სულდასა და კარწახში, რომლის ჯამური ღირებულება 1,6 მილიონი ლარია. ასევე, სამუშაოები გრძელდება სოფლების – აზავრეთისა და დილისკის სკოლების კაპიტალური რემონტისთვის. ორი სკოლის რემონტის საერთო ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ”მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ბრძანების” მიღება ძალზე პოზიტიური იყო ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის, ვინაიდან ყველა სოფელს აქვს სტატუსი და ამ სტატუსით რეგიონში 40 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს. სტატუსის მქონე პირები სარგებლობენ, როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათებით.
იურიკ უნანიანმა თქვა, რომ შეძლებისდაგვარად უნდა გაიზარდოს სკოლამდელი დაწესებულებებისა და მერიის ხელმძღვანელობით მოქმედი ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასები, რომელთა საქმიანობა პედაგოგიკას უკავშირდება.
უნანიანი ასევე შეეხო ახალციხე-ახალქალაქის საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოების დროს წარმოქმნილ პრობლემებს.
”და კიდევ, მაქვს თხოვნა, ჩვენ ვიცით, რომ ახლა ახალციხიდან ახალქალაქში ასფალტირება მიმდინარეობს, რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ საჭიროა კანალიზაციის სისტემის შეკეთება, კანალიზაციის სისტემის შეკეთების გარეშე ახალქალაქში ჯავახეთის ქუჩის ასფალტირება შეუძლებელია. ვითხოვთ, რომ კანალიზაციის სისტემა შეკეთდეს, რაც შეიძლება მალე, რადგან თქვენ კარგად იცით, რომ მთელი მოსახლეობა გზის შეკეთებას ელოდება“, – თქვა მან.
ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
”პირველ რიგში, ყველას მივესალმები და მინდა ვთქვა, რომ კარგი იქნებოდა, აქ, სოფლის მეურნეობის მინისტრიც ყოფილიყო. წელს ჩვენ დიდი პრობლემები გვქონდა. ჩვენს რეგიონში 64 სოფელია, ყველა სოფლის მეურნეობით, მიწათმოქმედებით არის დაკავებული და მხოლოდ 4 სოფელშია სარწყავი სისტემა. თუ გვსურს მოსავლის ხარჯი შევამციროთ, უნდა შევქმნათ პირობები, რომ სოფლის მოსახლეობამ მოსავალი გაცილებით იაფად მიიღოს. არჩევნებამდე ყოველთვის ბევრს ვპირდებით, ნაკლებს ვაკეთებთ, ამიტომ მოგვეცით საშუალება, უფრო მეტი მივცეთ სოფლის მოსახლეობას”,- თქვა ირიციანმა.
რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა ახალქალაქის პრობლემები მოისმინეს და დაპირდნენ, რომ უფრო ღრმად განიხილავენ და გაეცნობიან მათი გადაჭრის პროცესს.
კომისიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ახალქალაქის წარმომადგენლებს დაჰპირდა, რომ პრემიერ-მინისტრთან მომავალ შეხვედრაზე აუცილებლად განიხილავს ახალქალაქში წამოჭრილ საკითხებს.