ახალქალაქის მერიამ საახალწლო დეკორაციების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, ტენდერის საწყისი თანხა 85 000 ლარს შეადგენს. .
“ქალაქ ახალქალაქის 2025 წლის საახალწლოდ მოსაწყობი ინვენტარის შესყიდვის ტენდერი. საახალწლო განათების მოწყობილობებისა და მორთულობების სახელმწიფო შესყიდვა (ტრანსპორტის ჩათვლით). არსებული 10 მეტრიანი ნაძვის ხის მორთვა დიზაინით”. კონკურსი 12 ნოემბერს გამოცხადდა და 20 ნოემბერს დასრულდება.
მიმწოდებელი ვალდებულია ზემოაღნიშნული დეკორაციები და ინსტალაციები ახალქალაქის მერიას არსებული 10 მეტრიანი ნაძვის ხის მოსაწყობად (შესაბამისი დიზაინერის მომსახურებით) მიაწოდოს. ფრაის-ლისტში მითითებული ყველა განათების მიწოდება შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2024 წლის 20 დეკემბრისა. შესასყიდი ნივთი უნდა იყოს ახალი და არა ექსპლუატაციაში.
წელს ქალაქში ახალი შენაძენის საშუალებით საახალწლო დეკორაციას დაემატება:
აღვნიშნავთ, რომ 2023 წელს საახალწლო დეკორაციების შესაძენად 56 700 ლარი გამოიყო.