დღეს, 31 იანვარს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ცვლილებები დაამტკიცეს.

დღეს ახალქალაქის საკანონმდებლო ორგანომ ბიუროს სხდომაზე დაამტკიცა პლენარული სხდომის დღის წესრიგი, რის შემდეგაც სხდომაზე განიხილეს და მიიღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში შეტანილი იყო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის №28 საკრებულოს 2019 წლის 17 დეკემბრის განკარგულების ცვლილებები «ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ», ასევე განიხილებოდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი დილისკის საბავშვო ბაღისთვის სახელწოდების შეცვლა, ამავე სოფლის ვეტერანის და მწერლის, ვარდან ნახატაკიანის სახელის საპატივსაცემოდ.

Buyro

2020 წლის 1 იანვრისათვის ბიუჯეტის ნაშთი 3’553’096,61 ლარს შეადგენდა. შესწორებებეს მიხედვით ბიუჯეტში 2’511’197,21 ლარი სხვადასხვა ხარჯებზეა გათვლილი. ამ თანხიდან 552’879,05 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 34 გარდამავალი პროექტების თანხას შეადგენს. ეს ძირითადად არის საგარანტიო თანხის (2,5%) გაცემა. ამ პროექტების ფარგლებში თანხა დაიხარჯება როგორც წყალგაყვანილობაზე, გზების მშენებლობაზე, ასევე საბავშვო ბაღებსა და სხვა მიზნებზე. სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით გარდამავალი პროექტების თანხა
644 642, 12 ლარს შეადგენს. წელს 12 პროექტის დასრულება იგეგმება.

ბიუროში განხილვების დროს ცვლილებათა დოკუმენტი წარადგინეს საბიუჯეტო საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა მკრტიჩ მღდესიანმა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერი სტელმაშოვმა. დეპუტატებმა მერიის სამუშაოზე ზოგადად და ნაწილობრივ რამოდენიმე სამსახურებზე უკმაყოფილება გამოთქვეს.

პლენარულ სხდომაზე მკრტიჩ მღდესიანმა წარადგინა ცვლილებები, რის შემდეგაც დეპუტატებმა კენჭი უყარეს დადებითად, როგორც ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებებისათვის, ასევე სოფელ დილისკის საბავშვო ბაღის ვარდან ნახატაკიანის სახელის დარქმევისთვის.

იმის შესახებ, თუ რა გარდამავალი პროექტები იქნება 2020 წელს დასრულებული jnews.ge დაწვრილებით ყველა პუნქტის მიხედვით გამოაქვეყნებს.