დღეს დილიდან, ასობით ავტომანქანა და მიკროავტობუსი ახალქალაქის სხვადასხვა საჯარო მოხელეებითურთ თბილისისკენ მიემართება მთავრობის მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობისთვის.
აქციას საბავშვო ბაღების, ბიბლიოთეკების, სკოლებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლები, ასევე „ქართული ოცნების“ აქტივისტები ესწრებიან.
ახალქალაქის ახალარჩეული მერი, მელქონ მაკარიანი, რომელმაც კანონის თანახმად, დღეიდან, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის სიების შედგენიდან 11 დღეში უნდა დაიკავოს თანამდებობა, თბილისში, მთავრობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მიდის.
JNEWS-თან საუბარში მან თქვა: „არ ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენი ადამიანი მიემგზავრება ახალქალაქიდან, როცა გამოქვეყნდება, მერე გაიგებთ. თუ გამოქვეყნდება, გაიგებთ, თუ არა, არა“.
ახალქალაქი-ნინოწმინდის გზაზე სამარშრუტო ტაქსები და ხალხით სავსე მანქანები რიგრიგობით იკრიბებიან, შემდეგ თბილისისკენ მიმავალ კოლონას უერთდებიან.
დილიდან ახალქალაქის რაიონის სხვადასხვა სოფლებიდან სკოლის მასწავლებლებს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლებს მიკროავტობუსები ელოდებოდნენ.
შეგახსენებთ, JNEWS-ი სტატიაში სათაურით “იძულება: ვინ მოდის ახალქალაქიდან მთავრობის აქციაზე თბილისში?” შეეხო თემას, რომელშიც აღინიშნა, რომ ახალქალაქში ხალხი შეყვანილია „სიებში“ და „იძულებით“ მიჰყავთ აქციაზე.