მას შემდეგ, რაც ახალქალაქის საკრებულოში სერვისცენტრის მერიის სხვა სამსახურებთან გაერთიანების შესაძლებლობა განიხილეს, დისკუსიის შემდეგ, ცენტრმა გადაწყვიტა თავისი მუშაობა უფრო გამჭვირვალე გაეხადა. შემცირებები, ან მუშაობის სტილის შეცვლა არ იგეგმება.
საკრებულოში მუნიციპალური სამსახურების მიზანშეწონილობაზე იმსჯელეს
1 თებერვალს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დეპუტატებმა სერვისცენტრის ხარჯების ოპტიმიზაციის კუთხით 4 სერვისის მიზანშეწონილობა განიხილეს. დისკუსია მას შემდეგ გაიმართა, რაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მიიღო რეკომენდაცია, შემცირდეს მერიასთან შექმნილი არაკომერციული ორგანიზაციების რაოდენობა. დეპუტატებმა დისკუსიიდან გამოტანილი დასკვნები მერიას გადაუგზავნეს, სერვისცენტრს კი მომსახურებების გაერთიანების საკითხის განხილვის რეკომენდაცია მისცეს.
ახალქალაქის სერვის ცენტრს აქვს ოთხი სერვისი: სანიტარული, წყალმომარაგება, კეთილმოწყობა და განათება. დისკუსიაზე საუბარი იყო გამწვანების მომსახურების შემცირებაზე და წყალმომარაგებაზე. ასევე განიხილეს, რომ ამ და სხვა სერვისების მუშაობა შეიძლება განხორციელდეს კონკურსის სახით.
სერვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა რსტაკიან მხითარმა Jnews-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ სერვისების შემცირებას არ აპირებენ, რადგან თითოეულ მათგანს ბევრი სამუშაო აქვს.
„28 სოფელი გვაქვს, ამბობენ, 500 ლარად მუშაობდნენ. უბრალოდ, ჩვენი გაკეთებული საქმე არ ჩანს, ცდებიან, გაზაფხულზე იწყება მუშაობა, ცოტას ვხარჯავთ, ვზოგავთ, საქმეს თავად მუშები აკეთებენ. იგივე ეხება კეთილმოწყობის სამსახურს, მერიამ ჩვენი ერთი წლის პროგრამა მოითხოვა, დავწერთ და გავგზავნით, ალბათ, ეს სერვისები არ შემცირდება, მერიაში თქვეს, რომ სჭირდებათ“, – თქვა მხითარ რსტაკიანმა.
სერვისების მიზანშეწონილობის შესახებ კითხვების თავიდან აცილების მიზნით, სერვისცენტროის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა სამსახურის მუშაობა უფრო გამჭვირვალე გახადოს. რსტაკიანის თქმით, ისინი აპირებენ სოციალურ ქსელებში გვერდის შექმნას, სადაც თავიანთ ნამუშევრებს განათავსებენ.
აღსანიშნავია, რომ მომუშავეთა შემცირებაზე საუბრის შემდეგ, სერვის ცენტრის ტექნიკური მუშაკები ხშირად ჩანან ქალაქში, რომლებიც ქალაქის ცენტრს ასუფთავებენ. მანამდე, ზამთარში, მათი მუშაობა შესამჩნევი არ იყო.