2022 წლის იანვრიდან მუნიციპალიტეტების მერიები არ მონაწილეობენ მოსახლეობის მიწების ლეგალიზაციისა და იდენტიფიკაციის პროცესში. მიწის რეგისტრაციის მთელ პროცესს უკვე, მხოლოდ საჯარო რეესტრი (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) ახორციელებს. 2016 წლიდან 2021 წლის დეკემბრის ბოლომდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მერიის მონაწილეობით მიწა 10 000-ზე მეტმა ადამიანმა დაირეგისტრირა მიწა.
„მიწაზე უფლების სისტემატური და სპორადული რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების გაუმჯობესების წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიხედვით, რომელიც 2021 წლის ბოლოს შევიდა ძალაში, მერიები აღარ ჩაერთვებიან მიწის ლეგალიზაციასა და იდენტიფიცირებაში. მთელი პროცესი საჯარო რეესტრში განხორციელდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ ყველა საქმე საქართველოს საჯარო რეესტრს უკვე ჩააბარა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ბევრი დაურეგისტრირებელი მიწა იყო. მიზეზი სხვადასხვაა. ვიღაცას საბუთები არ ჰქონდა, ვიღაცას სხვა სახელმწიფოს მოქალაქეზე ჰქონდა სახლი რეგისტრირებული. დაურეგისტრირებელი მიწების პრობლემა საქართველოს მასშტაბითაც აქტუალური იყო, ამიტომ სახელმწიფომ მიწის რეგისტრაციის გამარტივებული პროცესი 2016 წლის 1 აგვისტოდან შემოიღო. 5 წლის განმავლობაში ამ კანონში ცვლილებები შევიდა, რათა სრულად მოგვარებულიყო ქონების რეგისტრაციის პრობლემა. პროცესის გამარტივების მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები გამორიცხეს რეგისტრაციის პროცედურისდან, მაგრამ შემდეგ, კვლავ ჩაერთნენ, რადგან უამრავი ამოუცნობი მიწა დარჩა რეგისტრაციის გარეშე. ამჯერადაც, ადგილობრივი ხელისუფლების ამ პროცესიდან გამორიცხვა პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მაგრამ ემსახურება თუ არა ეს ცვლილება მიზანს, დროთა განმავლობაში გაირკვევა.
2016 წლიდან 2021 წლამდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ 8000-ზე მეტი საქმე დააკანონა და 2200 საქმე გამოავლინა. ზოგადად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მიწა 10 000-ზე მეტმა ადამიანმა დაარეგისტრირა.
„წლის დასაწყისიდან ყველა საქმე გადავიტანეთ სახელმწიფო რეესტრში, მათ შორის განსახილველი საქმეები, რომლებზეც გადაწყვეტილება 2021 წლის 31 დეკემბრამდე არ ყოფილა მიღებული, 2025 წლამდე იმუშავებენ, ადრეც ამ პროცესით ისინი იყვნენ დაკავებულნი, უბრალოდ დროებით ჩართეს მერია“, – თქვა მერიის ქონებისა და დაგეგმარების სამსახურის სპეციალისტმა, ავაგ არევიანმა.
2020 წელს მერიაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც იმ პირთა მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირებას ეწეოდა, რომლებსაც საერთოდ არ ჰქონდათ რაიმე საბუთი.
ახალქალაქის მერიის საორგანიზაციო განყოფილების უფროსის, ამ სამუშაო ჯგუფის წევრის, ვაჩაგან წორმუტიანის თქმით, 2020 წელს მათ 500 განაცხადი მიიღეს, საიდანაც 300 დააკმაყოფილეს. 2021 წელს – 2600-დან 1900 საქმე დააკმაყოფილეს.
წორმუტიანის თქმით, დანარჩენი განხილვის პროცესშია.
„თავიდან ძალიან ბევრი სამუშაო იყო, ძალიან შრომატევადი, შემდეგ უფლებამოსილი პირები ჩაერთვნენ და ყველაფერი მოგვარდა და მოწესრიგდა. ყოველი ახალი კანონი გამოდის სიტუაციის გასაუმჯობესებლად, ხალხის საკეთილდღეოდ, იმედია მაქვს, ახალი რეგულაციები უკეთესი იქნება“, -თქვა ვაჩაგან წორმუტიანმა.