იტალიაში გამართულ კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯავახეთის სამმა სპორტსმენმა ოქროს მედალი მოიპოვა, დანარჩენმა სპორტსმენებმაც დაიმსახურეს პრიზები.
იტალიაში, ქალაქ მილანში გამართულ კიკბოქსინგში 15 წელზე უფროსი ასაკის ახალგაზრდების მსოფლიო ჩემპიონატზე ჯავახეთიდან 6 სპორტსმენი მონაწილეობდა, ყველა მედლებით დაბრუნდა.
სამმა სპორტსმენმა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებიდან ოქროს მედლები მოიპოვა და კიკბოქსინგში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ:
ნარეკ პოღოსიანმა და ალბერტ ჰარუთუნიანმა მეორე ადგილი დაიკავეს და ვერცხლის პრიზიორები გახდნენ.
ხაჩატრიან აკოპმა მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.
სპორტსმენებს სერგეი ტონაკანიანი და ანდრანიკ აბელიანი ავარჯიშებენ.
სერგეი ტონაკანიანის თქმით, მოწინააღმდეგეები ძლიერი იყვნენ.
„ჩვენი ყველა სპორტსმენი ჩემპიონია თავის ქვეყნებში: იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში. ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩვენ შედეგების 80% მივიღეთ“,- თქვა სერგეი ტონაკანიანმა.