ახალქალაქის სპორტული კომპლექსის მოკრივე გორ აივაზიანმა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატი მოიგო, რომელიც 23 აპრილიდან 4 მაისამდე ერევანში იმართება. ამ გამარჯვებით ვერცხლის მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის შესაძლებლობა მიიღო.
ახალქალაქის სპორტკომპლექსიდან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ჩემპიონატში გორ აივაზიანი და სამველ ღაზარიანი მონაწილეობენ. სამველ ღაზარიანი (80 კგ) მეტოქესთან 29 აპრილს დამარცხდა. გორ აივაზიანი 54 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდულ ჩემპიონატში ბრძოლას აგრძელებს.
ნახევარფინალში სპორტსმენი სომხეთის წარმომადგენელ ერიკ არსტამიანს შეებრძოლა და 5:0 ანგარიშით მოიგო. ფინალში კი რუს მოკრივეს დაუპირისპირდება.
ჩემპიონატის ნახევარფინალში 14-დან საქართველოს ნაკრების 6 მოკრივე გავიდა. პირველ სესიაზე 4-მა მოკრივემ იასპარეზა – 2 ფინალში გავიდა, 2 კი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდება. საქართველოს ნაკრების კიდევ ორი მოკრივე მეორე სესიაზე ვერცხლის მედლისა და თავის კატეგორიაში საუკეთესო სპოტსმენის წოდებისთვის იბრძოლებს.
გორ აივაზიანი მრავალგზის საქართველოს და ევროპის 2022 წლის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატისა და მრავალი საერთაშორისო ტურნირის მედალოსანია. გორ აივაზიანის მთავარი მწვრთნელი გაგიკ ელიზბარიანია.