მოკრივემ ახალქალაქიდან, არტიომ იორდანიანმა ორი ბრძოლა მოიგო და კრივის 71-ე საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
არტიომმა ლიტვიისა და უკრაინის სპორტსმენებთან 91კგ წონით კატეგორიაში 2 მატჩი გამართა.
ტურნირი ტარდება ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში და 32 ქვეყანა მონაწილეობს. არტიომ იორდაანიანი საქართველოს წარმოადგენს. მატჩი დაიწყო 22 თებერვალს და 27-მდე გრძელდება.