10 ნოემბერს, კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეჯიბრის დღე სასიხარულო ამბით აღინიშნა: იტალიაში, სათხას სპორტსმენი მეოთხედფინალში გავიდა.

კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად იტალიაში ექვსი ჯავახელი სპორტსმენი გაემგზავრა.

სოფელ სათხადან 17 წლის პოდოსიან ალბერტმა მეოთხედფინალში საფრანგეთიდან მეტოქის დამარცხებით გადავიდა, თუ კიდევ ორ ბრძოლას მოიგებს, ევროპის ჩემპიონი გახდება.

შეგახსენებთ, რომ სამი სპორტსმენი ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან და სამი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან იტალიაში, ქალაქ მილანში 15 წელზე უფროსი ასაკის ახალგაზრდებში კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ. ორი სპორტსმენი სოფელ დადეშიდანაა, მათ ტრენერი ანდრანიკ აბელიანი ავარჯიშებს, სამი სპორტსმენი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხადან, ერთი კი ახალქალაქიდან, ბოლო 4 სპორტსმენს სერგეი ტონაკანიანი ავარჯიშებს.