კარატის საერთაშორისო ონლაინ შეჯიბრებზე, კატა და კუმიტეს ვერსიების W.K.F.-წესებში, ახალქალაქელმა სპორტსმენებმა კვლავ საპრიზო ადგილები დაიკავეს.
აღნიშნული შეჯიბრები W.K.F.-ს (კარატეს მსოფლიო ფედერაცია) ეგიდით გაიმართა და იყო ორგანიზებული საქართველოს კარატე-დო ეროვნული ფედერაციის, საქართველოს სპორტის სამინისტროს და საბრძოლო ხელოვნების კონფედერაციის მიერ. 20-დან 30 ივლისამდე UVENTEX სპორტული პორტალზე, ტურნირში მონაწილე სპორტსმენების რეგისტრაცია მიმდინარეობდა. შეჯიბრში მონაწილეობა 12 ქვეყნიდან, დაახლოებით 120 სპორტსმენმა მიიღო.
აღნიშნულ შეჯიბრებში ახალქალაქის სპორტული სკოლიდან, რაფაელ დარბინიანის ხელმძღვანელობით, 5 სპორტსმენი მონაწილეობდა, სამმა მათგანმა შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავეს:
აქსანნა ავეტიანი (გოგონები) 16-17 წელი- კატისა და კუმიტეს ვერსიაში 1-ლი ადგილის მფლობელია.
კიმ ნორსოიანი (გოგონები) 14-15 წელი- 1-ლი ადგილი კუმიტეს ვერსიაში, მე-2 ადგილი კატის ვერსიაში.
რაფაელ დარბინიანი (ვეტერანები) 46-55 წელი- კატის ვერსიაში მე-3 ადგილის მფლობელი.