დღეს, 8 ივნისს, ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე, ახალქალაქის გუნდი “აბული” და თბილისის “კოლხს” შეხვდა. თამაში “აბულის” გამარჯვებით, ანგარიშით 5:0 დასრულდა.
ფეხბურთის გუნდ “აბულის” გამარჯვება რაფაელ დარბინიანმა უზრუნველყო, რომელმაც ორი გოლი გაიტანა. მეტოქის კარში ერთი გოლი სურენ ავეტისიანმა გაიტანა, ორი გოლი კი “კოლხებმა” საკუთარ კარში თავად გაიტანეს.
საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატში 14 გუნდი მონაწილეობს. “აბულმა” ეს თამაში მოიგო და მეორე ადგილზე გავიდა.
“კოლხს” 3 მოგება, 1 ფრე და 5 წაგება აქვს.
“აბულს” 4 მოგება, 3 ფრე და 2 წაგება აქვს.
მომდევნო მატჩი 16 ივნისს თბილისში გაიმართება, სადაც “აბული” სოხუმის “დინამოს” დაუპირისპირდება.