27 ნოემბერს ქალაქ კასპში WKF კარატეს ღია ჩემპიონატი გაიმართა, საიდანაც სპორტული სკოლის ახალქალაქელი სპორტსმენები მედლებით დაბრუნდნენ.

ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 150-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრებები 6-დან 17 წლამდე მოზარდებში ჩატარდა.

ახალქალაქის რაიონის სპორტსმენების ჩემპიონატზე მოპოვებული პრიზები:

  • ანაჰიტ კირაკოსიანი – სოფელ თირკნადან, 10-11 წლის ასაკობრივ ჯგუფში და 30 კგ-მდე წონით კატეგორიაში – მე-2 ადგილი
  • სამველ აღასარიანი – სოფელ თირკნადან, 12-13 წლის ასაკობრივ ჯგუფში და 42 კგ-მდე წონით კატეგორიაში – მე-2 ადგილი
  • გორ სააკიანი – სოფელ ორჯადან, 8-9 წლის ასაკობრივ ჯგუფში და 30 კგ-მდე წონით კატეგორიაში – მე-3 ადგილი

erxaner
ახალქალაქის რაიონის სპორტსმენების მწვრთნელი სარგის მარგარიანია.