ხვალ, 26 აგვისტოს, 17:00 საათზე ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე ახალქალაქის საფეხბურთო გუნდებს – „აბულსა“ და თბილისის „მერანი-3“-ს შორის მატჩი გაიმართება.
ეს საფეხბურთო მატჩი საინტერესოა იმით, რომ თუ ხვალ ახალქალაქის გუნდი თბილისის “მერანი-3”-ს მოუგებს, ტურნირის პირველ ადგილზე გადავა. გუნდი “მერანი-3” ამჟამად ჩემპიონატის მე-13 პოზიციაზეა, ხოლო “აბული” მეორე ადგილზეა.
26 აგვისტოს ახალქალაქში საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე სეზონი იწყება, რომელიც ნოემბერში დასრულდება.
ახალქალაქის სპორტსკოლა მოუწოდებს გულშემატკივრებს, ხვალ აუცილებლად მივიდნენ ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე და გაახარონ ფეხბურთელები მათი იქ ყოფნით. ფეხბურთელები კი თავის მხრივ ლამაზ და სანახაობრივ თამაშს გვპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ “აბულის” საფეხბურთო გუნდს რაფაელ დარბინიანი წვრთნის.
ფოტო JNEWS-ის არქივიდან.