29 მარტს ესპანეთის ქალაქ ბადალონაში საერთაშორისო ტურნირი – Mix Fight 47 ჩატარდა. ახალქალაქიდან ნაირ მელიქიანმა, რომელიც ტურნირში სომხეთის სახელით მონაწილეობდა, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ბრაზილიელი მოწინააღმდეგე დაამარცხა.
MIX FIGHT (MMA – ინგლისურიდან Mixed Martial Arts) – საბრძოლო ხელოვნება, რომელიც სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნების მრავალი ტექნიკის, სტილისა და მიმართულებების ერთობლიობას წარმოადგენს, არის სრულკონტაქტიანი შებრძოლება, რომელშიც გამოიყენება დარტყმის ტექნიკა, ჭიდაობა, როგორც მდგომარე პოზიციაში, ასევე იატაკზე. ბევრი ბრძოლის ამ სახეობას ბრძოლას წესების გარეშე უწოდებს.
ნაირ მელიქიანი შერეულ შებრძოლებაში პირველად არ იგებს. მოწინააღმდეგის ბრძოლის პირველ წამებში დამარცხება მისი სტილია.
აღვნიშნავთ, რომ ჯავახეთიდან ნაირ მელიქიანი სომხეთის 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.