20 მაისიდან 21 მაისამდე თბილისში WKF „OPEN GEORGIA“ კარატეს საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც მედლებით დაბრუნებული ახალქალაქელი კარატისტებიც მონაწილეობდნენ.

საქართველოს საერთაშორისო ტურნირში კარატეს WKF „OPEN GEORGIA“ ღია ჩემპიონატში 10 ქვეყნის 388 სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ღია ჩემპიონატში ახალქალაქიდან 14 სპორტსმენი ასპარეზობდა. ყოველი მათგანი სპორტული სკოლის მოსწავლეა და სარგის მარგარიანი ხელმძღვანელობს.

ახალქალაქელმა სპორტსმენებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

karate1

  • შაჰბაზიან ვარდი, ასაკობრივი კატეგორია 10-11 წლები, წონითი კატეგორია 45 კგ, პირველი ადგილი – სოფელი ბალხო
  • ნიკოღოსიან ანაჰიტი, ასაკობრივი ჯგუფი 10-11 წელი, წონითი კატეგორია 30 კგ, პირველი ადგილი – სოფელი თირკნა
  • აფოზიან ვაჰანი, ასაკობრივი ჯგუფი 12-13 წელი, წონითი კატეგორია 50 კგ, მეორე ადგილი – სოფელი ბუხაშენი

karate2

  • ალმასიან გრიგორი, ასაკობრივი ჯგუფი 6-7 წელი, წონითი კატეგორია 24 კგ, მესამე ადგილი – სოფელი ორჯა
  • აღასარიან სამველი, ასაკობრივი ჯგუფი 12-13 წელი, წონითი კატეგორია 40 კგ, მესამე ადგილი – სოფელი თირკნა
  • მკრტჩიან არშავირი, ასაკობრივი ჯგუფი 12-13 წლის წონითი კატეგორია 55 კგ, მესამე ადგილი – სოფელი ბალხო
  • დავითიან მანველი, ასაკობრივი ჯგუფი 12-13 წლის, წონითი კატეგორია 55 კგ, მესამე ადგილი – სოფელი ბალხო