უკრაინაში გაიმართა ღია ჩემპიონატი K1 (კიკბოქსში). ახალქალაქელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს ხუთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი.

2019 წლის 13 დეკემბრიდან 16 დეკემბრამდე ქალაქ ლვოვში გაიმართა უკრაინის ღია ჩემპიონატი კიკბოქსში. ჩემპიონატში 7 ქვეყნა იყო წარმოდგენილი. მონაწილე სპორტსმენების ასაკი 8-დან 16 წლამდე იყო.

საქართველოდან 17 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 7 სპორტსმენი ახალქალაქის სპორტული სკოლის მოსწავლეა.

პირველი ადგილი სარგის ტონაკანიამა, რაზმიკ ქამალიანმა, შურა დარბინიანმა, ნოდარ დარბინინმა და ვარდან გასპარიანმა დაიკავეს. მესამე ადგილი იგიტ კიურეგიანს ხვდა წილად.

ტრენერის, სერჟიკ ტონაკანიანის თქმით, შეჯიბრამდე ბავშვები წარმატების მისაღწევად გულმოდგინედ ვარჯიშობდნენ.
«ყველა კარგ ფორმაში იყო, ყველამ კარგი შედეგი გვაჩვენა»,- ამბობს ტრენერი სერჟიკ ტონაკანიანი.

ტრენერის თქმით, საქართველოს ჩვიდმეტივე სპორტსმენმა კარგი შედეგი გვაჩვენა.