ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხას სპორტული კომპლექსის სპორტსმენები კიკბოქსინგის ევროპის პირველობის პრიზიორები გახდნენ, რომელიც უკრაინაში ჩატარდა.
22-დან 26 აპრილამდე ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხას სპორტული კომპლექსის სპორტსმენები ხარკოვში მონაწილეობდნენ კიკბოქსინგის ევროპის პირველობაში. პირველობაში 14 ქვეყნის სპორტსმენი მონაწილეობდა. ჯავახეთიდან პირველობაში მონაწილეობდა 6 ადამიანი, რომელთაგან 2 სპორტსმენი ახალქალაქიდან, ხოლო 4 სოფელ სათხადან არიან. ყველა სპორტსმენი კიკბოქსინგის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია.
როგორც სპორტსმენების მწვრთნელი, სერგეი ტონაკანიანი ამბობს, ძალიან კმაყოფილია თავისი სპორტსმენების შედეგებით.
“მოწინააღმდეგეები ძლიერი იყვნენ, მაგრამ ბიჭებმა მოახერხეს გამარჯვება. მეორე ადგილზე გასული სპორტსმენები 7 სპორტსმენს ებრძოდნენ”, – ამბობს სერგეი ტონაკანიანი.
წარმოგიდგენთ ევროპის პირველობის მონაწილეებს და მათ მიერ დაკავებულ ადგილებს:
ვერცხლის მედლები გადაეცათ:
სარგის ტონაკანიანი – ახალქალაქი
ნარეკ პოღოსიანი – სათხა
ალბერტ პოღოსიანი – სათხა
ბრინჯაოს მედალი მიიღეს:
ვარდან გასპარიანი – ახალქალაქი
ტერ ხაჩატრიან აკოპ- სათხა
სპორტსმენები უკვე ემზადებიან მსოფლიო პირველობისთვის, რომელიც 18 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.
სპორტსმენების უკრაინაში გამგზავრება უზრუნველყო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ და სოფელ დადეშის მცხოვრებმა ფაშა აოპიანმა, რისთვისაც სერგეი ტონაკანიანი მათ მადლობას უხდის.