25 თებერვალს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვაში თხილამურებით სრიალის შეჯიბრი გაიმართა, რომლის გამარჯვებულები მედლებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

შეჯიბრის მონაწილეები ძირითადად სოფელ არაგვას მცხოვრებლები იყვნენ. სათხილამურო სრიალში სამმა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა: გოგონები, მოზრდილები და ბავშვები.

 

dahuk 2

dahuk 1

შეჯიბრს აკვირდებოდნენ ახალქალაქის მერიის წარმომადგენლები, ასევე ახალქალაქის სპორტული კომპლექსის დირექტორი ატომ ელიზბარიანი.

dahuk 3

ბავშვების ჯგუფში შედეგები შემდეგია:

ნარეკ აკოპიან – 1 ადგილი

ანდრეი ქურდოღლიან – 2 ადგილი

სეირან აბდოიან – 3 ადგილი

გოგონების ჯგუფში შედეგები შემდეგნაირად ნაწილდება:

ნაზენი აივაზიან – 1 ადგილი
ანი ინდოიან – 2 ადგილი
გაიანე ქურდოღლიან – 3 ადგილი

მოზრდილთა ჯგუფში შედეგები შემდეგია:

ერჯან ჟამკოჩიან – 1 ადგილი
არტაშეს აკოპიან – 2 ადგილი
გარიკ დავთიან – 3 ადგილი

კონკურსის შედეგების შეჯამების შემდეგ გამარჯვებულებს მედლები და საჩუქრები გადაეცათ.

dahuk 4

ასევე საჭიროდ მიგვაჩნია აღვნიშნოთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვაში 10 წელზე მეტია სათხილამურო ცენტრი მოქმედებს.

dahuk 5