დღეს, 9 სექტემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთში, სპორტის მოყვარულთათვის მიძღვნილი, ფეხბურთის ჩემპიონატი დაიწყო.

ტურნირში მონაწილეობის მოწვევა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 42 სოფელმა მიიღო.

ფეხბურთის ტურნირის ორგანიზატორები სოფელ ბუზავეთის ახალგაზრდები არიან. ტურნირის გახსნის შემდეგ, პირველი თამაში სოფელ ბუზავეთსა და დილისკას შორის ჩატარდა. მატჩი ბუზავეთელების სასარგებლოდ, 3:1 დასრულდა.

1

ღონისძიების ორგანიზებაში ფინანასური მხარდაჭერა, ამჟამად რუსეთში მცხოვრებმა სოფლის მკვიდრებმა და პარტია “ქართული ოცნების” მოქმედმა დეპუტატმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა, სამველ მანუკიანმა გაუწიეს.

3

2

ფეხბურთელების საგულშემატკივროდ ჩამოსულები იყვნენ, როგორც სოფელ ბუზავეთის, ასევე მეზობელი სოფლების მცხოვრებლები. ტურნირის დასრულების შემდეგ მონაწილე გუნდებს მედლებსა და თასებს გადასცემენ.

19

9

5