რობერტ აფოიანი სოფელ დადეშიდან საერთაშორისო, პროფესიონალურ K1 შებრძოლების ტურნირის 48 კგ წონით კატეგორიაში, 15-16 წლამდე ჯგუფის გამარჯვებული გახდა.
ჩემპიონატი 28-29 ნოემბერს ერევანში, დინამოს სპორტულ კომპლექსში გაიმართა. რობერტ აფოიანი საქართველოს დროშით წარსდგა, ირანელი მეტოქე დაამარცხა და საერთაშორისო სარეიტინგო ქამარი K-1 მოიპოვა. ჩემპიონატში მონაწილეობა ახალქალაქის სპორტული სკოლის მწვრთნელის ანდრანიკ აბელიანის, სოფელ დადეშიდან, ხელმძღვანელობით მიიღო.