დღეს, 6 ივლისს, ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში, ახალქალაქის “აბულსა” და ახალციხის “სამცხეს” შორის მატჩი გაიმართა. თამაში ახალქალაქელთა სასარგებლოდ ანგარიშით 3:0 დასრულდა. “აბული” მეორე ადგილზე გავიდა.
თამაში გულშემატკივრების ხმამაღალი შეძახილების ფონზე, ახალქალაქისთვის წარმატებულად წარიმართა. ორი გოლის ავტორი ფეხბურთელ-მწვრთნელი რაფაელ დარბინიანი იყო, მეორე კი ნუკრი კაკულიამ გაიტანა.
გუნდი “აბული” ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა. პირველ ადგილს გუნდი “გლდანი” იკავებს, მესამეზე – “ვარკეთილი 2”. საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი გრძელდება და ნოემბერში დასრულდება. ეს თამაში ჩემპიონატის პირველ წრეში ბოლო იყო. მეორე ტური აგვისტოს ბოლოს მატჩით დაიწყება, რომელიც, ასევე, ახალქალაქში გაიმართება.
აბულის საფეხბურთო გუნდს რაფაელ დარბინიანი წვრთნის. აღსანიშნავია, რომ წელს “აბულში” 5 გორელი ფეხბურთელია.