გორში გამართულ კრივში ახალქალაქელმა სპორტსმენებმა 4 მედალი მოიპოვეს.
17-დან 20 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს ქალაქ გორში გიორგი ქარელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრივის ყოველწლიური ტურნირი გაიმართა, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქის და მუნიციპალიტეტის სპორტსმენები ესწრებოდნენ.
შეჯიბრში 8 ახალქალაქელი სპორტსმენი მონაწილეობდა, მათგან 4-მა მედალი მოიპოვა.
გიორგი ქარელიძის სახელობის ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოსა და საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.