7 ოქტომბერს 12:00 საათზე ჰოვანეს ამირბეკიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირის ფინალი დაიწყო, სადაც პირველი და მეორე ადგილისთვის საკრებულოსა და „თიბისი ბანკის“ გუნდები იბრძოდნენ, ხოლო „საქართველოს“ და “CREDO” ბანკების გუნდები – მესამე ადგილისთვის.

футбол3

ტურნირის გამარჯვებული საკრებულოს გუნდი გახდა, რომელმაც “TBC Bank”-ი ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ადგილები ამრიგად გადანაწილდა:

1-ლი ადგილი – საკრებულოს გუნდი

მე-2 ადგილი – “TBC Bank”

მე-3 ადგილი – “საქართველოს” ბანკი

футбол5

გამარჯვებულის თასი, მედლები და დიპლომები გამარჯვებულებს ჰოვანესის ქალიშვილებმა, ნანე და ანი ამირბეკიანებმა გადასცეს. ტურნირის ორგანიზატორებმა კი გოგონებს მცირე საჩუქრები გადასცეს.

“ჰოვანეს ამირბეკიანი ქალაქში ცნობილი და პატივსაცემი ადამიანი იყო, ჩვენი ძმა, სპორტის დიდი მოყვარული. სპორტითა და იუმორით ცხოვრობდა. 2020 წელი უიღბლო იყო, ბევრი კარგი ადამიანი წაგვართა და დღემდე მის სახელს ჟრუანტელის, ცრემლების გარეშე ვერ ვამბობ. გვინდოდა მის პატივსაცემად ტურნირის ჩაგვეტარებინა, მაგრამ კოვიდ-შეზღუდვამ ხელი შეგვიშალა”- ჰყვება ტურნირის ერთ-ერთი ინიციატორი, საკრებულოს გუნდის მოთამაშე კარაპეტ პალოიანი.

футбол2

4 ოქტომბერს მემორიალური ტურნირი დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა საკრებულოს, მერიის, სპორტული სკოლის, SGJC გაზის კომპანიის და TBC, Credo და “საქართველოს” ბანკების თანამშრომლებმა მიიღეს.

ჰოვანეს ამირბეკიანი ახალქალაქის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში მუშაობდა. ის 2020 წელს კორონოვირუსით გარდაიცვალა.

футбол