კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად იტალიაში ჯავახეთიდან ექვსი სპორტსმენი გაემგზავრა. კონკურსი 10 ნოემბერს დაიწყება.
სამი სპორტსმენი ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან და სამი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან გაემგზავრნენ იტალიაში, ქალაქ მილანში 15 წელზე უფროსი ასაკის ახალგაზრდებში კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად. ორი სპორტსმენი სოფელ დადეშიდანაა, მათ ტრენერი ანდრანიკ აბელიანი ავარჯიშებს, სამი სპორტსმენი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხადან, ერთი კი ახალქალაქიდან, ბოლო 4 სპორტსმენს სერგეი ტონაკანიანი ავარჯიშებს.
ხვალ მონაწილეთა აწონვა მოხდება, ზეგ კი შეჯიბრი დაიწყება.
ტრენერი სერგეი ტონაკანიანი ჩემპიონატზე სპორტსმენებთან ერთად იმყოფება, მას გამარჯვების იმედი აქვს:
„იმედი მაქვს, რომ მათ ექნებათ შედეგი, ისინი გამარჯვებისთვის არიან განწყობილნი, ერთის გარდა, ყველა საერთაშორისო შეჯიბრებებზე ყოფილა. ვნახოთ, იმედია საპრიზო ადგილებს დაიკავებენ“.