არაგვადელი რუსლან გმბოიანი კრივს 9 წლიდან ეუფლება. ეს სპორტი ბავშვობიდან უყვარდა, შთაგონების წყარო კი ევროპის სამგზის ჩემპიონი გორ აივაზიანია, რომელიც მისი მშობლიური სოფლიდან არის. ახლა რუსლანი საქართველოს ჩემპიონი და მოკრივეთა ნაკრების წევრია.

„გორის ცქერით შემიყვარდა კრივი. ვუყურებ მის ორთაბრძოლებს და მისი გამარჯვებები მწვერვალის დასაპყრობად  კიდევ უფრო მეტ შთაგონებას მაძლევს. რჩევას მას ვეკითხები“, – ამბობს რუსლანი.

წელს გმირი მოზრდილ ბიჭებს შორის რეგიონის ჩემპიონი გახდა და საქართველოს ნაკრებშიც მოხვდა. ამბობს, რომ მწვრთნელთან ერთად ამ გამარჯვებამდე გრძელი და რთული გზა გაიარა.

ჩემპიონობამდე 2022 წელს საქართველოს ვიცე-ჩემპიონი იყო.

ჩემპიონატისას თბილისის, ფოთისა და მარნეულის წარმომადგენლ ოთხ სპორტსმენს დაუპირისპირდა. ფოთის წარმომადგენელ სპორტსმენთან ბრძოლა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან გადამწყვეტი გამოდგა.

რინგზე შესვლისას მწვრთნელები და ოჯახი რუსლანს ძალას აძლევენ. მადლიერების გრძნობით აღნიშნავს, რომ სოფლის მოსახლეობას მასზე მეტად უხარია, როცა სოფელში გამარჯვებული ბრუნდება.

გმირის მთავარი მიზანი ჯერ ევროპის, შემდეგ კი ოლიმპიური ჩემპიონობაა.

7-11 ივნისს ქუთაისის სპორტის სახლში კრივში რიგით მე-12 საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, სადაც რუსლანი ბოლომდე უნდ დაიხარჯოს, რადგანგადამწყვეტი ბრძოლა იქნება. მატჩის შემდეგ გუნდი გადაწყვეტს ქვეყანას ევროპის ჩემპიონატზე ვინ წარადგენს.

Gmboyan11

ახალგაზრდა მოკრივე მიზნის მისაღწევად გულმოდგინედ ვარჯიშობს.

მწვრთნელი მოსწავლით კმაყოფილია, ამბობს, რომ დიდ წარმატებას მიაღწევს.

„ ერთ-ერთი ყველაზე კეთილსინდისიერი და მოწესრიგებული სპორტსმენია. ვფიქრობ, რუსლანი ევროპის ჩემპიონობის გარდა, სხვა წარმატებებსაც მიაღწევს“, – ამბობს მანუკ დავთიანი.

რუსლანმა პირველი გამარჯვება 11 წლის ასაკში მოიპოვა. შეჯიბრებები ახალქალაქში გაიმართა. იმ დღეს განსაკუთრებული სიხარულით იხსენებს.

გმირი მე-9 კლასშია, სკოლის დამთავრების შემდეგ სურს სომხეთის ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო ინსტიტუტში ჩააბაროს და კრივს გაჰყვეს.

30 აპრილს ახალქალაქის სპორტული კომპლექსის მოსწავლეებმა რუსლან გმბოიანმა და ვენეტიკ ზანდარიანმა გორში გამართულ კრივის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პირველი ადგილები მოიპოვეს.

შეგიძლიათ გაეცნოთ:

ახალქალაქს კრივში 2 ახალი საქართველოს ჩემპიონი ჰყავს