გორში კრივის საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის, გიორგი ქარელიძის თასის ფინალური მატჩები მიმდინარეობს. ახალგაზრდულ კრივში საქართველოს ჩემპიონები ვენეტიკ ზანდარიანი და რუსლან გმბოიანი გახდნენ.
ჩემპიონატი 25 აპრილიდან იმართება 30 აპრილს კი თასის ფინალური ტურია. ჩემპიონატში ახალქალაქის სპორტული კომპლექსის 15 მოსწავლე მონაწილეობდა.
ახალქალაქის სპორტკომპლექსიდან ვენეტიკ ზანდარიანმა (70 კგ) და რუსლან გმბოიანმა (46 კგ) თავიანთ კატეგორიებში ოქროს მედლები მოიპოვეს.
ფინალში ვენეტიკ ზანდარიანის მეტოქე ხობის წარმომადგენელი გიგი თირქია იყო, გმბოიან რუსლანის – ფოთის წარმომადგენელი მიხეილ გვასალია.
მესამე ადგილი ინდოიან ხაჩატურმა, მანასიან სერობმა, არაკელიან არტურმა დაიკავეს და ეროვნულ გუნდს შეუერთდნენ.
ზანდარიან ვენეტიკის მწვრთნელი არტურ ელიზბარიანია, არტურ არაკელიანისა და მანასიან სერობის მწვრთნელი – ღაზარიან ვენეტიკი, ინდოიან ხაჩატურისა და გმბოიან რუსლანის მწვრთნელი – მანუკ დავთიანი, რეფერი – არმენ გრიგორიანი.