4-დან 6 ივნისამდე თბილისში კიკბოქსინგის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, საიდანაც სოფელ დადეშის სპორტსმენები გამარჯვებით დაბრუნდნენ.
მწვრთნელის, ანდრანიკ აბელიანის ხელმძღვანელობით, ახალქალაქის რაიონის სოფელ დადეშის 8 სპორტსმენმა საქართველოს კიკბოქსინგის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, 3 პირველი ადგილი და 3 მეორე ადგილი დაიკავეს.
პირველი ადგილები დაიკავეს: სლავიკ მშეციანმა, ზოჰრაბ ჰარუთიანიანმა, ანდრანიკ სიმონიანმა.
მეორე ადგილები დაიკავეს: ალბერტ ჰარუთიანმა, ლიოვა ჰარუთინიანმა, ლიოვა მშეციანმა.