17 ოქტომბერს, დედაქალაქში თბილისის “ვაზისუბანსა” და ახალქალაქის “აბულს” შორის მატჩი გაიმართა, რომელიც “აბულის” გამარჯვებით დასრულდა. თამაში ანგარიშით 4:2 დასრულდა.
მატჩის განმავლობაში გოლები შემდეგმა ფეხბურთელებმა გაიტანეს:
დარბინიან რაფაელ – 2 გოლი
სტეპან მარგარიან – 1 გოლი
კუკულია ნუკრი – 1 გოლი
ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში “აბული” ახლა მე-7 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩი 22 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ნინოწმინდის ცენტრალურ სტადიონზე, დუშეთის “არაგვი 2”-ის წინააღმდეგ გაიმართება.