15-16 ოქტომბერს სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ვანაძორში K-1 საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, საიდანაც ახალქალაქის სპორტული კომპლექსის აღსაზრდელები გამარჯვებულები დაბრუნდნენ. სპორტსმენები გამარჯვებას 15-16 ოქტომბრის ღამეს ახალქალაქში უბედური შემთხვევისას დაღუპული რაფაელ სიმონიანის ხსოვნას უძღვნიან.

ტურნირში სოფელ დადეშის 6 სპორტსმენი მწვრთნელ ანდრანიკ აბელიანის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა.

საპატიო პირველი ადგილები ალბერტ ჰარუთუნიანმა 46 კგ წონით კატეგორიაში, რობერტ აპოიანმა 50 კგ წონით კატეგორიაში და ზოჰრაბ ჰარუთუნიანმა 32 კგ წონით კატეგორიაში დაიკავეს.

მეორე ადგილები: 31 კგ წონით კატეგორიაში ლიოვა მშეციანმა, 28 კგ წონით კატეგორიაში იერჯანიკ მშეციანმა და 25 კგ წონით კატეგორიაში ანდრანიკ სიმონიანმა.