მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ახალქალაქელმა სპორტსმენმა გორ ღაზარიანმა (66 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, რომელმაც ფინალში თურქი მეტოქე დაამარცხა. 12 აგვისტოს ღამეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩემპიონს, პრიზიორებს და ჩემპიონატის სხვა მონაწილეებს საზეიმოდ დახვდნენ ტრენერები, საქართველოს კრივის ფედერაციის წარმომადგენლები და უბრალოდ სპორტსმენების გულშემატკივრები და ნაცნობები.
ბოსნია და ჰერცეგოვინაში 1-დან 11 აგვისტოს ჩათვლით სკოლის მოსწავლეებს შორის ევროპის კრევის ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე 9 მედალი მოიპოვა. მედლების მოპოვებულ სპორტსმენებს შორის იყო 5 გოგონა და 4 ბიჭი. საქართველოდან მოკრივეებმა 6 ბრინჯაოს, 2 ვერცხლის და 1 ოქროს მედალი მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებისთვის ერთადერთი ოქროს მედალი ახალქალაქელმა ახალგაზრდა სპორტსმენმა გორ ღაზარიანმა 66 კგ-მდე სკოლის მოსწავლეების კატეგორიაში მოიტანა. ფინალში მან თურქი სპორტსმენი ჰაკან ჩან კარაკოჩი დაამარცხა, მანამდე კი ახალქალაქელმა სპორტსმენმა რუსეთიდან სპორტსმენი ნონიკ პოღოსიანი, მოლდოველი პაველ რადუკანი და სომხეთიდან მოკრივე ნარეკ კირაკოსიანი დაამარცხა.
მოსწავლეს გამარჯვება მიულოცეს ახალქალაქის სპორტკომპლექსმა და მისმა პირადმა ტრენერმა ვენეტიკ ღაზარიანმა, ასევე ეროვნული ნაკრების მთავარმა ტრენერმა ლაშა ოჩიგავამ და ტრენერმა მათე კოღუაშვილმა.