აგვისტოში ახალქალაქის შესასვლელში შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყი. მიუხედავად იმისა, რომ ტენდერით დაგეგმილი სამუშაოები დასრულებულია, ტერიტორიის კეთილმოწყობა არ დასრულებულა. საქმე იმაშია, რომ მერიამ პროექტში ცვლილებები შეიტანა, რის შედეგადაც მომავალ წელს ახალი ტენდერი გამოცხადდება.

დღესდღეობით ტერიტორიის კეთილმოწყობაზე სამუშაოები, თავდაპირველი პროექტის მიხედვით, დასრულებულია.

„ძალიან ცოტა მიწის სამუშაო დარჩა, ამასაც დავასრულებთ. წელს მუშაობას აღარ გავაგრძელებთ“, – თქვა არტურ პეტროსიანმა.

ხაზს ვუსვამთ, რომ აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობაზე ელექტრონული ტენდერი ინდმეწარმე არტურ პეტროსიანმა მოიგო, რომლის ღირებულება 154 369,69 ლარს შეადგენს.

გამოყოფილი თანხა ძირითადად მიწის სამუშაოებს მოხმარდა. სამუშაოების დასასრულებლად მომავალ წელს კიდევ ერთი ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება.

როგორც გვაცნობეს, სკვერის კეთილმოწყობის პროექტში ახალქალაქის მერიამ ცვლილებები შეიტანა და ამიტომ დამატებითი სამუშაოების საჭიროება გაჩნდა.

„ამ დროისთვის სამუშაოები დასრულებულია. მომავალ წელს, ძველი პროექტის მიხედვით, ახალ პროექტს გავაკეთებთ, რომელსაც არქიტექტორები განსაზღვრავენ. ამ პროექტის მსგავსი იქნება, უბრალოდ არსებული კედლის გამოყენებით ტერიტორია გავაფართოვეთ. პროექტი შევცვალეთ, ფართობი გავზარდეთ და გამოყოფილი თანხა ქვედა კედლის ასაშენებლად დავხარჯეთ. მოეწყობა ფართო და განათებული სკვერი, რომელსაც ასევე ექნება პარკინგი. მომავალ წელს გამოვაცხადებთ ელექტრონულ ტენდერს 1 მილიონ ლარამდე“, – Jnews-თან სატელეფონო საუბარში თქვა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა არა მოვსისიანმა.

ამ თემაზე ასევე წაიკითხეთ: