ახალქალაქში აუტიზმისა და ბავშვის განვითარების სხვა პრობლემების თემა ტაბუდადებულია – მშობლები ხშირად არ აღიარებენ, რომ მათ შვილს პრობლემა აქვს ან ცდილობენ პრობლემა დამალონ, და არა განკურნონ.
Jnews-ი არაერთხელ შეეხო აუტიზმის თემას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი აზრის თვალყურის დევნება არ არის გამოსავალი. დღევანდელ სტატიაში გვინდა მკითხველს გავაცნოთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მშობელმა, რომელმაც შვილში აუტიზმის სიმპტომები შენიშნა.
შეგახსენებთ, რომ 2 აპრილი გაეროს მიერ აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღედ არის გამოცხადებული, აპრილი კი აუტიზმის ცნობიერების ამაღლების თვეა.
აუტიზმი არის ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარების ადრეული ასაკობრივი დარღვევა, რომელიც სხვადასხვა ქცევითი დარღვევებით და გონებრივი ჩამორჩენით ვლინდება. ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი ბავშვთა აუტიზმის დაძლევა ან მისი გამოვლინების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მშობლებმა იცოდნენ რა სიმპტომები შეიძლება ამოიცნონ ცხოვრების პირველ წლებში, ასევე მიიღონ დროული ზომები და მიმართონ სპეციალისტებს.