ახალქალაქში ბოლო დროს ხშირად შესამჩნევია ახალგაზრდა გოგოები ან დედები, რომლებიც გამუდმებით ტელეფონში არიან და რაღაცას წერენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მთელი თანამედროვე საზოგადოების უბედურებაა, არიან ადამიანები, რომლებიც დროს ტელეფონში ატარებენ და სოციალური ქსელის მომხმარებლებს აქტივობით უზრუნველყოფენ ფულით.
“გთავაზობთ თქვენი გვერდის აუდიტორიის გაზრდას, რეალური ადამიანებისგან უამრავი კომენტარის და ნახვის მიღებას💫
ვმუშაობთ ინსტაგრამზე, ტიკ-ტოკ-ში, VK-ში, ტელეგრამში, ასევე იუთუბზე 📈
ჩვენც გუნდში არავითარი ბოტი არ არის💥ყველა გვერდი და ადამიანი რეალურია!
💥 თემის შესაბამის 5 სიტყვისგან შემდგარ კომენტარებს ვწერთ!
💥 ასევე არის რეკლამის მხარდაჭერა, სთორების აქტივობა და პირდაპირი ტრანსლაციების ნახვა❤
შეგვიძლია თქვენი გვერდის აქტივობის გაზრდა, რომლის შედეგსაც თქვენ თვითონაც ნახავთ”
ეს, ან ამის მსგავსია შეტყობინება, რომელსაც კომენტატორები უგზავნიან ბლოგერებსა და მაღაზიებს ახალი კლიენტის მისაღებად. თუ ბლოგერს ან მაღაზიას საკუთარ გვერდზე აქტივობის გაზრდა სურს, ის ირჩევს სერვისების შესაფერის „პაკეტს“, იხდის, შემდეგ კომენტატორები იწყებენ თავიანთ სამუშაოს.
„ჩვენ სხვადასხვა ჯგუფები გვყავს, რომლებსაც ჰყავთ ადმინისტრატორები. ადმინისტრატორები დღის ბოლოს გვაკვირდებიან, რომ კომენტარები სწორად, დროულად დავწეროთ, თუ დავაგვიანეთ, ეს ჯარიმაა, თუ რომელიმე პოსტი გამოგვრჩა, მაშინ მოგვწერენ, რომ დავასრულოთ“, – ამბობს ამ სფეროში მომუშავე ერთ-ერთი გოგონა.
გოგონებს, რომლებიც ჩვენ გამოვკითხეთ, ანონიმურად დარჩენა ისურვეს. მათ საქმიანობაში არც თუ ისე მისასალმებელია, როცა ღიად საუბრობენ ამაზე, ან აღნიშნავენ მიღებული თანხის რაოდენობას.
კომენტატორები იღებენ დავალებებს ყოველ საათში, დაახლოებით 30 პოსტს 3-4 საათში. დავალების შესრულებისთვის ასევე ეძლევათ დაახლოებით 3-4 საათი. ძირითადი მოთხოვნები: დავალებების დროულად შესრულება, კომენტარები სწორად და ორიგინალურად დაწერა, რომელიც ხუთი სიტყვისგანა შედგენილი.
“აქ არის არა მხოლოდ კომენტარები, არამედ აქტივი ისტორიებში, სარეკლამო პოსტების მხარდაჭერა, გამოწერები. ვინც ხშირად უშვებს შეცდომებს და არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, შლიან”, – ყვება ის.
თანამშრომლების თქმით, ამ სამსახურის მთავარი ამოცანა რეალისტურობაა. ამისთვის მათ უნდა შეისწავლონ პოსტის შინაარსი, რომელზეც კომენტარის გაკეთება სჭირდებათ, რათა თემის შესაბამისად დაწერონ. კომენტარი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 5 სიტყვისგან.
“ძირითადად ყველაფერს რასაც ვაკომენტარებ, აუცილებლად ვუყურებ, თორემ ძნელი გასაგებია, თუ რა დავწერო. ხანდახან საინტერესო და სასარგებლოც შეიძლება იყოს. ჩემი კომენტარები საკმაოდ რეალისტურია, რადგან შეესაბამება პოსტის თემას და ჩვენთვის დაკისრებულ დავალებას: დაწერო როგორც რეალური ადამიანი და არა ბოტი“, – ყვება მეორე თანამშრომელი.
თუმცა აღნიშნული სამუშაოს ხასიათის შესახებ არის სხვა კომენტარებიც, რომელიც გულისხმობს ისეთ კომენტარებს, რომლებსაც მათ უგზავნიან, და თვითონ არ უწევთ ფიქრი, რა დაწერონ.
გოგონების ამ ბიზნესში მუშაობის მთავარი მოტივი, ბუნებრივია, ანაზღაურება, შემოსავალია. შემოსავლის დონე ჯგუფებს შორის განსხვავდება, მაგრამ ზოგადად ეს მცირე თანხაა. თუმცა, გოგონებისთვის, რომლებსაც შვილები ჰყავთ და სამსახურში გასვლა არ შეუძლიათ, ასეთი დასაქმება ფულის გამომუშავების შესაძლებლობაა. ის ასევე სკოლის მოსწავლეების და სტუდენტების შესაფერისია, რომლებსაც ნახევარ განაკვეთზე მუშაობა სჭირდებათ.
“ისედაც სულ ინსტაგრამზე ვიყავი, უაზროდ ვსქროლავდი ჩემს გვერდს. ახლაც იგივე დროს ვატარებ ტელეფონში, მაგრამ ამაში ფულს მაინც ვიღებ”, – კომენტარს აკეთებს ამ სფეროში მომუშავე სკოლის მოსწავლე.
მომუშავეები კომენტარების წერას უყურებენ როგორც ჩვეულებრივ სამუშაოს, არ ფიქრობენ, რომ ამ გზით ისინი ხელს უწყობენ გარეგანი აქტივობის შექმნას ან მომხმარებელთა დადებითი დამოკიდებულების შექმნას კონკრეტული პროდუქტის ან ბლოგერის მიმართ.