13 აპრილს, პროექტის «ინტეგრაციის ინტერნაციონალური კულტურის» ფარგლებში ახალქალაქის კულტურის სახლში მიუზიკლი «თამადა მანჰეტონზე» დაიდგმება. დასწრება უფასოა.
სამცხე – ჯავახეთის რეგიონში «მოძრაობის თეატრმა» აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით პროექტი «ინტეგრაციის ინტერნაციონალური კულტურა» წამოიწყო. იოსებ ბაკურაძის ხელმძღვანელობით პიესა «წყურვილის» დადგმა დღეს, ახალციხეში მიმდინარეობს.
პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, «მოძრაობის თეატრის» სამხატვრო ხელმძღვანელმა, იოსებ ბაკურაძემ მესხეთის თეატრში ამერიკელი დრამატურგის, ევგენი ო’ნილის პიესა «წყურვილი» დადგა. ამ წარმოდგენას არ აქვს ენობრივი ბარიერი, ის ნებისმიერი ეროვნების მაყურებლისთვის გასაგებია.
პროექტი შედგება 3 ეტაპისგან. მე-2 ეტაპის ფარგლებში «მოძრაობის თეატრის» წარმომადგენლებმა ახალციხეში ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის მასტერკლასები გამართეს.
მე-3 ეტაპის ფარგლებში, 12, 13 და 14 აპრილს, სამცხე – ჯავახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში: ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ახალციხეში, ქართულ-ამერიკული მუსიკალური მიუზიკლის «თამადა მანჰეტენზე»
ამერიკელმა რეჟისორმა პოლ გორდონ ემერსონმა ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით «მოძრაობის თეატრში» ბროდვეის სტილის მიუზიკლი «თამადა მანჰეტონზე» დადგა. ეს არის ვაშინგტონის თეატრალური კომპანია «ე» და «მოძრაობის თეატრი», რომელიც ამერიკა-საქართველოს თეატრის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.