ახალქალაქი-ასპინძის გზაზე კლდის ჩამოვარდნისა და ჩამოვარდნილი, დამპალი ხის გამო ზოგან გადაადგილება შეუძლებელია.
სოფელ ნიჯგორთან წვიმისა და მეწყერის გამო გზაზე ქვები ცვივა, ხე ჩამოვარდა, რამაც გზა მთლიანად გადაკეტა. ამ ყველაფრის მიზეზი წვიმაა, რომელიც დღეს დაახლოებით 16:30 საათზე დაიწყო.
https://www.flickr.com/photos/146332062@N03/53031815438/in/dateposted/” data-flickr-embed=”true”>https://live.staticflickr.com/65535/53031815438_ed944477c1_c.jpg” alt=”Дизайн без названия – 1″ width=”800″ height=”450″ />
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქიდან ახალციხისკენ მიმავალ გზაზე მუდმივად ცვივა ქვების უზარმაზარი ლოდები, რამდენიმე ადგილას არის გამაფრთხილებელი ნიშანი. ამ ტერიტორიაზე უამრავი დამპალი ხეა, რომლებიც ასევე მუდმივ საფრთხეს უქმნის გამვლელ მანქანებს, განსაკუთრებით ასეთ წვიმიან ამინდში.