თბილისის გარეუბანში, მაღალსართულიან კორპუსებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში მცხოვრების, 33 წლის ვ.გ-ს გვამი იპოვეს. ინფორმაციას Jnews-ი შსს-ში აზუსტებს.
ახლობლების თქმით, ვ.გ. თბილისში თავისი მაღაზიისთვის საქონლის საყიდლად წავიდა. უკვე ორი დღეა, რაც წავიდა და ოჯახის წევრები მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ. ორი დღე ეძებდნენ. დღეს საღამოს ვ.გ. ჩამომხვრჩალი იპოვეს.
ვ.გ.-ს ორი შვილი ჰყავს. ახლობლების თქმით, სოფელში ამბობენ, რომ მან ფული კაზინოში წააგოო, მაგრამ რა მოხდა ზუსტად ჯერ არავინ იცის.